ჩემი განათლება ჩემი თავისუფლებაა!
სკოლა, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე და თითოეული მოსწავლის სწორ განვითარებაზე
ჩვენ შესახებ
სკოლა დაარსების დღიდან ორიენტირებულია მაღალი ხარისხის სწავლებაზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ მოსწრებას, მათ ჩართულობას სხვადასხვა სამეცნიერო და კვლევით პროექტში.
ჩვენი მიზნები
ხედვა და ღირებულებები
ჩვენი მისია
ორიენტირი
სკოლის ძირითადი ორიენტირებულია მოსწავლეებისთვის ისეთი განათლების ბაზის შექმნაზე, რომელიც დაეხმარება მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლისას. სკოლის სასწავლო კურსის მრავალფროვნებიდან გამომდინარე, მთიების კურსდამთავრებულნი პრაქტიკულად მზად არიან უმაღლესი განათლების მისაღებად. სკოლა ორიენტირებულია ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებული საერთაშორისო ცნობიერების მქონე თაობის განათლებასა და აღზრდაზე 5 წლის ასაკიდან. გარდა ამისა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, მოვახდინოთ მოსწავლეების სოციალური ადაპტაცია და განვავითაროთ ისინი მორალურად და ფიზიკურად.

ღონისძიებები
სასწავლო წელი აიბი მთიებში დათვირთულია სხვადასხვა სახის ღონისძიებით, რომელბშიც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი

პროექტი, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს მიღებული განათლება და გამოცდილება გამოიყენოს პრაქტიკულად

აიბი მთიების მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში
პროექტები
სკოლაში ყოველთვიურად იგეგმება და ხორიცელდება სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, რომლებიც მოსწავლეებს საშუალებას აძელვს გგანივითარონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარი და გაიღრმავონ ცოდნა

ვირტუსი
საგნობრივი პროექტი, რომელიც საშუალო სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს მიიღონ სხვადასხვა სახის უნარი, ისეთი როგორიცაა: მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, წარდგენა, რაიმე ახლის გამოკვლევა და აღმოჩენა. ამ პროექტით მოსწავლე სწავლობს დამოუკიდებლად აზროვნებასა და გადაწყვეტილებების მიღებას.

ლაბორატორია
საგნობრივი პროექტი – “ლაბორატორია” საბაზო სკოლაში მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ მიღებული ცოდნა, კრიტიკულად შეაფასონ ინფორმაცია, წარმოადგინონ და დაიცვან საკუთარი პოზიციები.

კრეატივი
მოსწავლეები მიღებულ ცოდნას წარადგენენ სხვადასხვა ფორმით, რაც მათ საშუალებას აძლევს გავლილი მასალა უფრო კარგად გაითავისონ და სხვებსაც დაეხმარონ საკითხის გააზრებაში. ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები ასევე ეუფლებიან პრეზენტირების უნარს, რაც დღევანდელი რეალობაში ძალიან მნიშვნელოვანია
შენი მომავალი იწყება აქ
ერთადერთი სკოლა საქართველოში, რომელსაც აქვს საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2008 სერტიფიკატი.