აიბი მთიების მოსწავლეები 18 თებერვალს პროექტ ვირტუსის ფარგლებში იმყოფებოდნენ ავერსის კლინიკის ლაბორატორიაში, სადაც მათ უმასპინძლა ლაბორატორიის ექიმმა ქალბ.თამარ ხიდაშელმა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიური აპარატები, რომელთა საშუალებითაც ხდება სისხლის სრული უზუსტესი ანალიზი, მათ ჰქონდათ საშუალება უშუალოდ დაკვირვებოდნენ სისხლის შემადგენელ სხეულებს მიკროსკოპში, თამარ ხიდაშელმა მოსწავლეებს გააცნო ანალიზის შედეგების თანამედროვე ჩანაწერების გაშიფვრა. მოსწავლეებმა დაუსვეს კითხვები ქალბ.თამარს და მიიღეს პასუხები, ასევე ბევრი საინტერესო ინფორმაციები სისხლთან დაკავშირებით.

Close Menu