2019 წლის 3 ოქტომბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტადიონზე შედგა ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში აიბი მთიების გუნდსა და ალმა-მატერის გუნდებს შორის. უნივერსიტეტის წარმომადგენლები მთიების მოსწავლეებს ჩვეული სითბოთი დახვდნენ, შეუქმნეს თამაშისთვის შესაფერისი კომფორტული გარემო. შეხვედრის დასასრულს ასევე დაიგეგმა სამომავლო სპორტული აქტივობები უნივერსიტეტის ხელშეწყობით.

Close Menu