14 თებერვალს აიბი მთიების ქიმიის პედაგოგმა ირმა ყარალაშვილმა აგრარული უნივერსიტეტის ორგ.ქიმიის ლაბორატორიაში (უნივერსიტეტთან გაფორმებული ორმხრივი მემორანდუმის ფარგლებში) 11 საბ. მოსწავლეებს ჩაუტარა გასვლითი გაკვეთილი – ლაბორატორიული ცდები. თემა ეხებოდა სპირტებს, ლაბორატორიის თანამშრომელმა მოსწავლეებს ჩაატარებინა განვლილ მასალაზე ცდები, მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფებში, იწერდნენ მონაცემებს. ამის საფუძველზე ისინი შეადგენენ ლაბორატორიული ცდების ოქმს. გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებს მიეცათ საშუალება გამოემჟღავნებინათ ცოდნა და ლაბორატორიაში ქცევის უნარები. განსაკუთრებული მადლობა ამ აქტივობის ხელშეწყობისთვის აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის კათედრის თანამშრომელს ბატ.რევაზ კორაშვილს და ორგანული ქიმიის ლაბორატორიას.

Close Menu