2020 წლის 20 თებერვალს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა აიბი მთიების დამფუძნებელსა, აკადემიურ პერსონალსა და უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ პერსონალს შორის. შეხვედრის მიზანი იყო ურთიერთთანამშრომლობითი მემორანდუმის ფარგლებში წარმართული სამუშაოს შუალედური შეჯამება.
აიბი მთიების პროფილური სკოლების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ჩატარებული მუშაობის ანგარიში. მათ აღნიშნეს, რომ ბევრი რამ გაკეთდა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მიმართულებით: კავკასიის უნივერსიტეტმა რამდენიმე საინტერესო პროექტი განახორციელა აიბი მთიების მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის, დაიხვეწა სასწავლო პროგრამები პროფილური სკოლებისა და კლასების მიხედვით. შეხვედრის დროს გამოიკვეთა ის მნიშვნელოვანი აკადემიური მიმართულებები, რომლებიც განხორციელდება მეორე სემესტრში.

Close Menu