დღეს, პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში, სკოლა – ლიცეუმ IB მთიების სასწავლო პროგრამაში შემოვიდა კიბერუსაფრთხოება როგორც სრულფასოვანი საგანი “კიბერუსაფრთხოების საწყისი ელემენტები”, და მე მასწავლებლის ამპლუაში. არა ტრეინინგი და არა სერტიფიცირებული კურსი, ან სემინარი ცნობიერების ამაღლებაზე, არამედ ჩვეულებრივი სასკოლო გაკვეთილი. 
დიდი მადლობა სკოლა – ლიცეუმ “IB მთიებს” მხარდაჭერისთვის და ამ შესაძლებლობისთვის, ეს ჩემთვისაც ახალი გამოწვევაა და საქართველოს კიბერუსაფრთხოების მთელი სფეროსთვისაც. 
წარმატებები ახალ საგანს და მეც. “IB მთიები” არის პირველი და ვფიქრობ ეს იქნება სამაგალითო სხვა სკოლებისთვისაც და ზოგადად განათლების სისტემისთვისაც.

Close Menu