ქიმიის პროექტი ვირტუსი ჩატარდა აიბი მთიებში 23 მარტს, ფინალურ პრეზენტაციებს ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები: კავკასიის უნივერსიტეტიდან, რობაქიძის უნივერსიტეტი, საპატრიარქოს უნივერსიტეტიდან, ქართულ -ამერიკული უნივერსიტეტიდან- მთავარი თემები იყო:ქიმია და ჯანმრთელობა, პერიოდული სისტემა; პროექტი მიეძღვნა პერიოდული სისტემის 150 წლისთავს. საუკეთესო პრეზენტატორები დაჯილდივდნენ უნივერსიტეტების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზებით. პრეზენტაციების ბოლოს რობაქიძის და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ყველა მონაწილე დააჯილდოვეს განსაკუთრებული პრიზებით, კერძოდ რობაქიძის უნივერსიტეტმა დააფინანსა ექსკურსია ბოდბე-სიღნაღში, რომელიც შედგება 24 აპრილს, ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა გადასცა კარტინგის ვაუჩერები.

Close Menu