12 მაისს საქალაქო სასამართლოში შედგა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროექტის “მოსამართლე” საკონკურსო საქმის მოსმენა, სადაც აიბი მთიების მოსწავლეთა გუნდი ( მარიამ ლომთაძე, გიორგი უბილავა, ანინე მოლაშვილი, მარიამ ბუცხრიკიძე, გიორგი ტყაბლაძე, ნიკა ტყეშელაშვილი) წარმოადგენდა დაცვის მხარეს. გუნდმა გაიმარჯვა და გადავიდა ფინალში, სადაც ის დაუპირისპირდება 23 ე საშ. სკოლას. ფინალი შედგება უზენაესი სასამართლოს დარბაზში 18 მაისს. გუნდს ვუსურვებთ წარმატებებს.

Close Menu