სკოლა-პანსიონი “IB- მთიების„ ბუნებისმეტყველთა კლუბმა მონაწილეობა მიიღო „სამეცნიერო პიკნიკში, რომელიც ჩატარდა 28 სექტემბერს ვაკის პარკში. კლუბი საერთაშორისო ორგანიზაციის „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის„ წევრია და ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებში. ჩვენი მოსწავლეები მრავალფეროვანი სახალისო ექსპერიმენტებით იქცევდნენ ვიზიტორების ყურადღებას. ხალისით ატარებდნენ ეფექტურ ცდებს და ყველა დაინტერესებულ პირს უზიარებდნენ ამ ექსპერიმენტების ფიზიკურ და ქიმიურ ახსნას. ეს იყო ნამდვილი სამეცნიერო ზეიმი ვაკის პარკში.

Close Menu