საშუალო სკოლა

სკოლის დამამთავრებელი საფეხური მოსწავლეებს ამზადებს უმაღლესი განათლებისათვის. სასწავლო პროგრამა ხორციელდება სამი მიმართულებით: ტექნიკური, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული, იგი ორიენტირებულია მოსწავლეების აკადემიურ და კარიერულ წარმატებაზე

პროექტები

ვირტუსი

საგნობრივი პროექტი, რომელიც საშუალო სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს მიიღონ სხვადასხვა სახის უნარი, ისეთი როგორიცაა: მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, წარდგენა, რაიმე ახლის გამოკვლევა და აღმოჩენა. ამ პროექტით მოსწავლე სწავლობს დამოუკიდებლად აზროვნებასა და გადაწყვეტილებების მიღებას.

 

სკოლის მისიაა მაღალი ხარისხის აკადემიური და სოციალური განათლების უზრუნველყოფა. მოსწავლეთათვის პიროვნული დამოუკიდებლობის გაღვივება და მათშ მიზანდასახულობისა და პასუხისმგებლობის გაჩენა, რაც მოსწავლისთვის ცხოვრების შემდეგ ეტაპზე გადასვლის აუცილებელი პირობებია

საქართველოს კერძო და საჯარო ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საშუალო სკოლის მოსწავლეებს კარიერული და პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. შემოქმედებითი პროექტები, რომელთა დაცვა თვილისის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში ხორციელდება, ორიენტირებულია მეცნიერულ კვლევაზე

უმაღლეს სასწავლებელში წარმატებული სწავლი გაგრძელების შესაძლებლობა. ისეთი უნარების დაუფლება, რომელიც მოსწავლეს ეხმარება დამოუკიდებლად შეძლოს სხვადასხვა სახის ამოცანის გადაჭრა.

შენი მომავალი აქ იწყება

სკოლა, რომელიც გამზადებს ცხოვრების მომდევნო საფეხურისთვის

Close Menu