2020 წლის 17 თებერვალს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა აიბი მთიების დამფუძნებელსა, აკადემიურ პერსონალსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და აკადემიურ პერსონალს შორის. შეხვედრის მიზაი იყო ურთიერთთანამშრომლობითი მემორანდუმის ფარგლებში წარმართული სამუშაოს შუალედური შეჯამება.

აიბი მთიების ზოგადი განათლების უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელმა წარმოადგინა ჩატარებული მუშაობის ანგარიში. მან აღნიშნა, რომ ბევრი რამ გაკეთდა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მიმართულებით: ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა რამდენიმე საინტერესო პროექტი განახორციელა აიბი მთიების მოსწავლეებისა და პადაგოგებისათვის, დაიხვეწა სასწავლო პროგრამები პროფილური სკოლებისა და კლასების მიხედვით. შეხვედრის დროს გამოიკვეთა ის მნიშვნელოვანი აკადემიური მიმართულებები, რომლებიც განხორციელდება მეორე სემესტრში.

Close Menu