ჩვენ შესახებ

სკოლის ისტორია

სკოლა ფუნქციონირებს 1995 წლიდან არის საქართველოს კერძო სკოლების კავშირის წევრი ხარისხის მართვის სერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2008 სერტიფიკატის მფლობელი ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის OHSAS 1801:2007 სერტიფიკატის მფლობელი. სკოლა ავტორიზებულია განათლების სამინისტროს მიერ.მთიები ნაციონალური რეიტინგების კავშირის 2015 წლის დარგის ლიდერია და გააჩნია ორი დამოუკიდებელი სასწავლო კამპუსი.

საქმიანობა

სკოლა-პანსიონ “აიბი მთიების” მისიაა ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი სეგმენტის – მოზარდი თაობის ინტელექტუალური, ფსიქო-ემოციური და ფიზიკური განვითარება. სკოლა-პანსიონის სასწავლო, სასწავლო-სააღმზრდელო და მატერიალური რესურსი მოზარდს აძლევს შესაძლებლობებს ლიბერალურ სოციალურ გარემოში, სწავლისა და განვითარების თანაბარ პირობებში მიიღოს ეროვნული სასწავლო გეგმით და თანამედროვე დასავლური საგანმანათლებლო მოდელებით გათვალისწინებული განათლება. სკოლა-პანსიონის მისია ემსახურება მოზარდ თაობაში შემდეგი თვისებების ჩამოყალიბებას: მოსწავლის სწავლის უნარ-ჩვევების _ გაიაზროს თუ როგორ და რატომ ისწავლოს; კრიტიკული აზროვნების – ცოდნა პრობლემების გადასაწყვეტად; გარემოსა და სივრცის აღქმის, საკუთარი მოქალაქეობრივი მისიის გააზრების; სოციალური განათლების _ პასუხისმგებლობა საკუთარი და სხვისი ფიზიკური, გონებრივი, და სოციალური კეთილდღეობისათვის; მიზანდასახულობასა და პროფესიული შესაძლებლობების იმპლემენტაციას სწრაფად ცვალებად რეალობაში; სოციალურ-პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური რეალობების აღქმას პრინციპით: საქართველო ჩემი სახლია და მე ვზრუნავ მასზე; მორალურ და ფიზიკურ განვითარებას; ინტერკულტურული ცნობიერების; დემოკრატიული და ჰუმანური ფასეულობების; კომუნიკაციის; მიზანდასახულობას; ღირსებას; პიროვნულ დამოუკიდებლობას. განათლება წარმატებას აღწევს, როცა მშობელი და სკოლის თანამშრომლები ყველა მოსწავლეზე თანაბრად ზრუნავენ, ამიტომ სკოლა-პანსიონის მისიის განუყოფელი შემადგენელი ნაწილია კვალიფიციური პედაგოგებისა და აღმზრდელების შერჩევა. მათთვის ისეთი სამუშაო პირობების შექმნა, სადაც ისინი თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების რეალიზებას ახდენენ კეთილგანწყობილ და მატერიალურ-ტექნიკურად აღჭურვილ გარემოში: თანამშრომლობენ სასწავლო-სააღმზრდელო საკითხებში ერთმანეთთან, მშობლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან.

ჩვენი მასწავლებლები

მიმდინარეობს სკოლის პედ-კოლექტივის ინფორმაციის დამუშავება

მიმართულებები

საბაზისო და საშუალო სკოლა დაყოფილია მიმართულებებად მოსწავლეების შესაძლებლობების მიხედვით

Close Menu