GeorgianGeorgiaGermanDE-CH-ATEnglish (UK)
Vinaora Nivo SliderVinaora Nivo SliderVinaora Nivo SliderVinaora Nivo SliderVinaora Nivo SliderVinaora Nivo SliderVinaora Nivo Slider
Vinaora Nivo SliderVinaora Nivo SliderVinaora Nivo SliderVinaora Nivo SliderVinaora Nivo SliderVinaora Nivo SliderVinaora Nivo Slider

აიბი მთიებთან ერთად

აიბი მთიებთან ერთად -  საქართველოს დამოუკიდებლობამ დაგვანახა, რომ მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებით შეუძლებელი იქნებოდა ბავშვებს სკოლაში მიეღოთ თანამედროვე  განათლება. ასე, რომ, კერძო სკოლის დაარსება დროის მოთხოვნით იყო ნაკარნახევი.

ჩემი სურვილი იყო შემექმნა მასწავლებლისა და მოსწავლის თანამშრომლობის   კეთილმოსურნე გარემო. თავდაპირველად გავხსენით მოსამზადებელი კლასი, შემდეგ კი ამ ბავშვებთან ერთად ვისწავლეთ თუ როგორი სკოლა უნდა ვაშენოთ ჩვენს ქვეყანაში.

მიუხედავად ზოგადსაგანმანათლებლო ბაზარზე მიღწეული წარმატებისა მიმაჩნია, რომ თანამედროვე სკოლამ, განსაკუთრებით სწავლების ბოლო საფეხურზე, აქტიურად უნდა ითანამშრომლოს უმაღლეს სკოლასთან, რათა მოზარდს საშუალება მიეცეს სწორად აირჩიოს მომავალი პროფესია და სკოლაშივე ეზიაროს სტუდენტური ცხოვრების უნარ-ჩვევებს, თუმცა პროფესიის არჩევაში მარტო უმაღლეს სასწავლებელთან სკოლის თანამშრომლობა არ არის საკმარისი და ამ რგოლმა აქტიურად უნდა ჩართოს საწარმოები. მხოლოდ ამ სამი მხარის ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა წარმატებული შედეგი.   

მოზარდზე ორიენტირებული წარმატებული საერთაშორისო სკოლის სტატუსის მდგრადი განვითარების მიზნით ჩვენ დროის მოთხოვნას მივყვებით სკოლა–პანსიონის  გერმანელ თანა-დამფუძნებელთან Internationaler Bund e.V. –სთან ერთად.

ნინო ჩიკვაიძე

დირექტორი