11.04.2024

სულ მალე აიბი მთიები მსოფლიო საერთაშორისო საგანმანათლებლო რუკაზე საკუთარ საპატიო ადგილს მონიშნავს. 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისიდან დღემდე წარმატებით ხორციელდება იმ ტიპის საქმიანობა, რაც მნიშვნელოვნად გასაზღვრავს ინტეგრაციის პროცესს. 2-4 აპრილს აიბი მთიებში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა კემბრიჯის St. Andrew’s კოლეჯის STEM პროგრამების ხელმძღვანელი, ენდი ფლაუერი. ვიზიტის ფარგლებში ჩვენი ბრიტანელი პარტნიორი

Details

08.04.2024

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის ჰუმანიტარული კლასების მოსწავლეების მორიგი წარმატება. აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში ჰუმანიტარული აზროვნებისა და წერითი კულტურის განვითარებისათვის ბევრი და საინტერესო სამოტივაციო აქტივობები ხორცილედება. რამდენიმე დღის წინ ჩვენი და English book education წიგნის კლუბის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა წამახალისებელი ლიტერატურული მარათონი. ჩვენმა მოსწავლეებმა იმოგზაურეს ლიტერატურულ სამყაროში და შექმნეს საინტერესო პროზაული და პოეტური ნაწარმოებები ინგლისურ ენაზე.…

Details

03.04.2024

თანამოქმედება მომავლისათვის – აიბი მთიების საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების მასშტაბური პრეზენტაციის დღე. დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ მეგობრებსა და პარტნიორებს, და ჩვენი დიდი ოჯახის თითოეულ წევრს. გვიგულშემატკივრეთ მსოფლიო მასშტაბით.

Details

14.03.2024

აიბი მთიების ინტეგრირება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ახალ საფეხურზეა. მიმდინარე წლის 4-5 მარტს აიბი მთიების დამფუძნებელი, ნინო ჩიკვაიძე, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ვენის Webster – ის უნივერსიტეტში. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებთან, დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან, ლექტორებთან და ვებსტერის უნივერსიტეტის დირექტორთან პროფესორ სამუელ შუბერტთან. შეხვედრებისას მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები: აიბი მთიების საქმიანი შეხვედრები 7-8 მარტს…

Details

07.03.2024

აიბი მთიებში სამოტივაციო აქტივობების განხორციელება სასწავლო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. დღეს აიბი მთიების დაწყებითი სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და სააღმზრდელო სამსახურის მიერ დაგეგმილ ინტეგრირებულ სამოტივაციო ღონისძებაში ,,ᲡᲢᲣᲛᲠᲐᲓ ᲛᲣᲖᲔᲣᲛᲨᲘ”

Details

05.03.2024

2024-2025 სასწავლო წლის დაგეგმარებისათვის აიბი მთიებისა და English book education შორის თანამშრომლობა ინტენსიურ რეჟიმშია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინგლისური ენის სწავლების ახალი სისტემისა და მეთოდების დანერგვა, როგორც ეფექტური საშუალება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებისათვის.

Details

01.03.2024

აიბი მთიების 2024-2025 სასწავლო წლისთვის მზადება ახალ ფაზაში შედის. 2023 წლის შემოდგომიდან დღემდე ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება ის საქმიანობები, რომლებიც ქმნის გარანტიას აიბი მთიების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ადაპტირებისათვის. დღეს აიბი მთიების დამფუძნებელმა, ნინო ჩიკვაიძემ, უმასპინძლა ოლენა კვარტიუკს – ბარსელონას EU Business School -ის Senior regional Recruitment მენეჯერს და Summer Boarding Courses- ის Partnerships Development მენეჯერს მუსაბ…

Details

01.03.2024

აიბი მთიების სასწავლო და სააღმზრდელო ცხოვრებაში მშობლების აქტიური თანამონაწილეობა წარმატებით გრძელდება. აიბი მთიების ,,მშობელთა სივრცე” ამჯერად დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს და მათთან ურთიერთობას დაეთმო. ინტერაქციული ხასიათის შეხვედრას ტრადიციულად მასპინძლობდნენ ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია და ფსიქოლოგი და ფსიქოკონსულტანტი ნანა გოგიჩაშვილი, დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელი ნინო აბაშიძე.

Details

27.02.2024

წარმატებული დღეები აიბი მთიებში გრძელდება. ამჯერად ჩვენმა მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა: გაიმარჯვეს კონკურსში “ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში”. კონკურსი კავკასიის უნივერსიტეტში, ტურიზმის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გაიმართა. ვორკშოპს უძღვებოდა ელენე კვირიკაშვილი, რომელიც გახლავთ მასპინძლობის მენეჯმენტის პროგრამის ლექტორი, მოგზაური და ირლანდიური სპორტული ჰაბის -“PUB 44”-ის დამფუძნებელი. კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებს განსაკუთრებული მადლობა კავკასიის…

Details

24.02.2024

SRAA Tbilisi Classic Basketball Tournament 2024 გამარჯვებული და ჩემპიონი აიბი მთიებია. თასი ჩვენია, ყველა თამაში – ჩვენი და წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაც ჩვენია. ვამაყობთ თქვენით: და ბატონო მწვრთნელო, გიორგი ბახტაძე

Details

15.02.2024

აიბი მთიებისა და კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ერთობლივი ტრენინგკურსის შემაჯამებელი დღე და უმაღლესი სკოლის მოსწავლეთა საზეიმო სერტიფიცირება კავკასიის უნივერსიტეტში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იდეის ავტორებსა და ორგანიზატორებს ახალი თაობის წარმატებაში შეტანილი წვლილისათვის.

13.02.2024

პირველად სასკოლო სივრცეში! კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას, ინიციატივით აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში ახალ სასწავლო სისტემას ჩაეყარა საფუძველი. კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრისა და აიბი მთიების ორგანიზებით უმაღლესი სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისთვის, დაიწყო ტრენინგ კურსი სახელწოდებით „მეწარმეობა: ანტრეპრენერული აზროვნება და უნარები“. აიბი მთიებისათვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს მოსწავლეებში სამეწარმეო აზროვნების განვითარების ხელშეწყობა. ტრენინგკურსი…

Details

12.02.2024

აიბი მთიებმა დაიწყო 2024-2025 სასწავლო წლისთვის მზადება. English Book Education ეგიდით კაჭრეთში ჩატარდა კონფერენცია, სადაც ექსპერტებმა წარმოადგინეს მათემატიკის საბუნებისმეტყველო და ინგლისური სწავლების ახლებური ხედვა მსოფლიო საგანმანათლებლო ჭრილში. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა აიბი მთიების დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნინო ჩიკვაიძე და მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი ანა თოფურია. კონფერენციის ფარგლებში სკოლის წარმომადგენლებმა გამართეს სამუშაო შეხვედრები მათემატიკის, საბუნებისმეტყველო და ინგლისურის…

Details

12.02.2024

აიბი მთიებში ,,გამარჯვებების სერია” გრძელდება. ამჯერად ჩვენმა მოსწავლეებმა: და ისტორიის პედაგოგმა: პირველი ადგილი მოიპოვეს კავკასიის უნივერსიტეტისა და ევროკავშირის ერთობლივ ინტელექტუალურ თამაშში ,,რა, სად, როდის?”

Details